სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნში ორი ამერიკელი ივარჯიშებს

ბაიერნში 10-დღიან საცდელ ვარჯიშებს დალასის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრენდონ სერვანია და თომას რობერტსი გაივლიან. სერვანია 19 წლის, რობერტსი კი 17 წლის არიან. ორივე ფეხბურთელი ნახევარდაცვის ზონაში თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ აპრილში დალასიდან ბაიერნში საცდელი ვარჯიშები კრის რიჩარდსმა ჩაატარა. შემდგომში რეკორდმაისტერმა 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ბაიერნში რიჩარდსი 2019 წლის იანვრიდან იასპარეზებს.

ამა წლის თებერვალში მიუნხენურმა გრანდმა დალასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ამერიკული გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები ბაიერნის რიგებში საცდელ ვარჯიშებს ჩაატარებენ.


10-10-2018