სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"გუნდის შემადგენლობა კარგად გამოიყურება. შაბათის მატჩს მარცელ ზაბიცერი გამოტოვებს, რომელსაც კუჭის ინფექცია აწუხებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის კომანის მონაწილეობა".

"ფრაიბურგს ძალიან სტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს. ძალიან სიმპატიური გუნდია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებიდან მაქსიმუმის აღებას ცდილობს. კრისტიან შტრაიჰი ძალიან ჭკვიანი და პოზიტიური ადამიანია".

"შაბათს ტომ მატჩის მონაწილეები გავხდებით, რადგანაც ჩვენ პირველზე ვართ, ფრაიბურგი კი მესამე ადგილს იკავებს. დორტმუნდი და ფრაიბურგი ჩვენთვის კონკურენტები არიან. ორივე გუნდი ძალიან სტაბილურია. რა თქმა უნდა, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გვსურს".

"მატჩებზე დასასწრები აბონიმენტები ძალაში შაბათიდან შედის. ვფიქრობ, რომ სტადიონი გადავსებული იქნება. ტრიბუნებზე კარგი ატმოსფერო იქნება, რასაც მოუთმენლად ველი".


05-11-2021