სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საკუთარ კედლებში ბაიერნი ფრაიბურგთან არ აგებს. რეკორდმაისტერმა მეტოქეს 18 ჯერ მოუგო და 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა. საერთო სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს: 29 მოგება, 9 ფრე და 4 მარცხი. ბაიერნი ფრაიბურგთან უკანასკნელი 39 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

შაბათს საღამოს ერთმანეთს საუკეთესო შეტევის და დაცვის ხაზები დაუპირისპირდებიან. ბაიერნის აქტივში 38 გატანილი ბურთია, ფრაიბურგმა კი მხოლო 7 გოლი გაუშვა. 10 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერმა გატანილი 38 ბურთით ახალი რეკორდი დაამყარა.

მომდევნო შეხვედრაში სტანდარტებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგანაც ორივე გუნდი ამ სათამაშო კომპონენტს მშვენივრად იყენებს. კუთხურების შემდეგ ბაიერნმა და ფრაიბურგმა 4-4 გოლი მიითვალეს. საერთო ჯამში სტანდარტების შემდეგ მიუნხენელებმა უკვე 10 ბურთი შეაგდეს, ფრაიბურგმა კი 8 გოლი მიითვალა.

10 ტურის შემდეგ თომას მიულერს უკვე 7 "ასისტი" დაუგროვდა. ბაიერნის შემტევმა კევინ დე ბროინეს შედეგი გაიმეორა (2014/15 წწ.).

10 ტურის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ უკვე 10 ბურთი გაიტანა. უკანასკნელ 5 შეხვედრაში ფრაიბურგის წინააღმდეგ პოლონელი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. აქედან გამომდინარე შაბათს საღამოს ლევანდოვსკის გოლის ალბათობა საკმაოდ დიდია.


05-11-2021