სხვა ამბები

ახალი ამბები

ციფრები, რიცხვები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ბაიერნი მე-14-ედ გავიდა. უფრო კარგი მაჩვენებლები მხოლოდ რეალს (24) და ბარსელონას (17) აქვთ.

რეკორდმაისტერი ჯგუფური სტადიის პირველი 4 მატჩი ზედიზემ მესამედ მოიგო (სულ ექვსჯერ). ასე ხშირად ტურნირში წარმატებული სტარტი არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

პირველ 4 ტურში ბაიერნმა 17 ბურთი გაიტანა, ამით გუნდმა პსჟ-ს 2017/18 წწ. რეკორდი გაიმეორა). ასევე "წითლებმა" ტურნირში მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 26 მატჩის განმავლობაში იტანენ.

ჯგუფურ ეტაპზე გუნდის წაუგებელი სერია უკვე 26 მატჩს შეიცავს (23 გამარჯვება და 3 ფრე). უკანასკნელად მიუნხენელები პსჟ-სთან დამარცხდნენ (2017 წლის სექტემბერში).


03-11-2021