სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მერვედფინალში გავიდა

შეხვედრა ბენფიკას აქტიურობით დაიწყო. სტუმრებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს. გნაბრის გარღვევა მცველებმა გაანეიტრალეს. კომანის ულამაზესი გარღვევა გნაბრის დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა. გორეცკას მაკრატელა კარებს ბურთი ასცდა. მე-16 წუთზე ბენფიკამ ბურთი შეაგდო, მაგრამ VAR-ის გამოყენების შემდეგ გოლი გაუქმდა. საშუალო დისტანციიდან დეივისმა დაარტყა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ახლო მანძილიდან პავარმა დაარტყა, ბენფიკა გოლს გადაურჩა. კარგი კომბინაცია ჯერ ზანემ და შემდეგ გნაბრიმ გააფუჭეს. 27-ე წუთზე კომანის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0! 33-ე წუთზე ლევანდოვსკის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გნაბრიმ ქუსლით მეორე ბურთი შეაგდო, 2:0! გნაბრის დუბლის შესრულების შანსი მიეცა, მაგრამ მეკარემ მომენტი გაანეიტრალა. 38-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაჰქვითეს. გორეცკას დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს ხელზე მოხვდა, VAR-ის გამოყენების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ვერ გამოიყენა. მეკარემ ბურთი აიღო. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.


მეორე ნახევარი ზანეს ულამაზესი გოლით დაიწყო, 3:1! კიმიხის წამოწყებული შეტევა, დეივისმა განაგრძო და ზანემ დაასრულა. ლევანდოვსკის დარტყმას მეკარე დაეუფლა. 64-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 4:1!75-ე წუთზე ბენფიკამ ანგარიში კიდევ ერთხელ გაჰქვითა, 4:2. მატჩის მიწურულს მანუელ ნოიერის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი მიითვალა, 5:2! ბაიერნმა პლეოიფის საგზური მოიპოვა. შაბათს ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი ფრაიბურგს უმასპინძლებს.


03-11-2021