სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"თავს კარგად ვგრძნობ. იმედია, სამშაბათს გუნდს შეურთდები. ყველაფერი ტესტზე იქნება დამოკიდებული".

"ყოველ შეხვედრაში საკუთარ კარებთან მომენტებს ვქმნით. ბურთებს ძალიან მარტივ სიტუაციებში ვუშვებთ. უნიონთან მატჩში შესვენებამდე ტემპი დავაგდეთ და ამის გამო გოლი მივიღეთ. საკუთარი კარების დაცვა ბოლომდე გვმართებს. გუნდს იგივე ამოცანა სამშაბათის მატჩში ექნება".

"ბენფიკა კარგი მენტალიტეტი გააჩნია. ძალიან გამოცდილი გუნდია. 12 ქულის მოპოვება და მერვედფინალში გასვლა გვსურს".

"დეივისს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აწუხებს. მის ბედს მატჩის წინ გადავწყვიტავთ. ვფიქრობ, რომ გორეცკა და ერნანდეზი თამაშს შეძლებენ."

"ტოლისო კარგი დონის ფეხბურთელია. უკანასკნელი შეხვედრა მშვენივრად ჩაატარა. მაგრამ მას ხშირი ტრავმები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი იყოს".

"ჩემპიონთა ლიგაზე 100-ე მატჩის ჩატარება შთამბეჭდავი მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი ბურთის გატანას მოახერხებს, ორმაგად მშვენიერი მიღწევა იქნება. რობერტი არაჩვეულებრივ დინამიკას ფლობს. თამაშში მისი 100%-ით გაკონტროლება წარმოუდგენელია. მოხარული ვარ იმით, რომ ჩემს გუნდში გამოდის".


01-11-2021