სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის სამი ტურის შემდეგ ბაიერნს 9 ქულა აქვს, ბურთების შეფარდებით 12:0! ეს მაჩვენებელი გუნდისთვის სარეკორდოა.

რეკორდმაისტერი ბენფიკას 11-ჯერ დაუპირისპირდა. აქედან მიუნხენელებმა მეტოქეს 8 მატჩი მოუგეს (3 ფრე). ამ შეხვედრებში ბაიერნელებმა ბენფიკას 30 ბურთი გაუტანეს (საშუალოდ 2,7 გოლი ერთ მატჩში).

ჯგუფურ სტადიებზე რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია 25 მატჩს შეიცავს (22 მოგება და 3 ფრე). ალიანც არენაზე ეს სერია 22 შეხვედრას უდრის (22 მოგება და ფრე).

ბენფიკასთან მატჩი რობერტ ლევანდოვსკისთვის საიუბილეო 100-ე გახდება. ამ შეხვედრებში თავდასხმელმა 78 გოლი მიითვალა. თომას მიულერს აქტივში 49 გატანილი ბურთია. მომდევნო გოლის შემთხვევაში ბაიერნის ვეტერანი ტიერი ანრის დაეწევა.


01-11-2021