სხვა ამბები

ახალი ამბები

ტოპმიოლერი: თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ

"მოხარულები ვართ, რომ სწორი რეაქციის დემონსტრირება მოვახერხეთ. უნიონი საკუთარ კედლებში მშვენივრად თამაშობს. პირველ ტაიმში თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებს ანგარიშის 3:1-მდე დაყვანის საშუალება მივეცით. უნიონი ძალიან კარგი გუნდია. გაგვიმართლა, რომ ნოიერმა რამდენჯერმე გოლისგან გვიხსნა. შემდეგ კომანმა ულამაზესი ბურთი შეაგდო, მაგრამ მეტოქე მეორე გოლით მატჩში დაბრუნება მოახერხა. მაგრამ რეაქციის მოხდენა ისევ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ", განაცხადა დინო ტოპმიოლერმა.


31-10-2021