სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა რთული 3 ქულა მოიპოვა

პირველმა 10 წუთმა ბაიერნის დომინირებით ჩაიარა. შემდეგ ზანეს დარტყმის შემდეგ ჰედირად ხელით ითამაშა. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ ცივსისხლიანად შეასრულა, 0:1! 23-ე წუთზე რობერტმა დუბლი მიითვალა. ამჯერად პოლონელმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც მეკარემ ვერ მოიგერია, 0:2! 31-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ერთი ერთზე ზანე გაიყვანეს, მაგრამ შემტევმა ბურთი ძელს გაარტყა. მაგრამ 4 წუთში ლეროიმ საკუთარი შეცდომა გამოასწორა. მიულერის გადაცემის შემდეგ ზანემ ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:3! ტაიმის მიწურულს გისელმანმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:3... ბერლინელების კიდევ ერთი გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი უნიონმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მანუელ ნოიერმა მასპინძლების შეტევები გაანეიტრალა. 58-ე წუთზე კაპიტანმა გუნდი ისევ გადაარჩინა. 5 წუთში მასპინძლების კარები კომანმა დალაშქრა, 1:4! ფრანგს ულამაზესი დარტყმა გამოუვიდა. ტაიმის შუაში ბერლინელებმა ნოიერის კარები ისევ აიღეს, 2:4... 80-ე წუთზე მიულერმა მეხუთე ბურთი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას უპამეკანომ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა მეორე ტაიმში სიჩქარეები საგრძნობლად დააგდო, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. სამშაბათს რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის მეოთხე ტურში ბენფიკას უმასპინძლებს.


30-10-2021