სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"თავს კარგად ვგრძნობ. იმედია სამშაბათს დავბრუნდები. 14-დღიანი კარანტინი დასრულდება. ჩემპიონთა ლიგის მატჩს სათადარიგოთა სკამზე შევხდები".

"გორეცკას ხუთშაბათს ტელეფონზე ვესაუბრე. თავს უკეთ გრძნობს. ვფიქრობ, რომ შაბათის მატჩში თამაშს შეძლებს. გადაწყვეტილებას დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ".

"გლადბახთან მატჩში ყველამ დაინახა, რომ ფეხბურთელები ადამიანები არიან და მათ შეცდომების დაშვება შეუძლიათ. მომავლისთვის დასკნებს გამოვიტანთ. ბაიერნმა უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".

"უპამეკანო მცველია, რომელიც ფიზიკურ კონდიციებზე და სიჩქარეზე ბევრს მუშაობს. ნიჭიერი და ჭკვიანი მოთამაშეა. შეცდომებზე ისწავლის".

"შაბათს სწორი რეაქციის დემონსტრირება გვმართებს. ოთხშაბათის შედეგი წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ბერლინელებს მშვენიერი მწვრთნელი ჰყავთ. გუნდი საკუთარ მოედანზე 21 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია".

"ტანგი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგრამ მან შეცდომების დაშვების ცდომილება უნდა გააუმჯობესოს. მის ასაკში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტანგისთან ამ კომპონენტზე ვიმუშავებთ. უფრო სტაბილური უნდა გახდეს".


29-10-2021