სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა 11 მოთამაშის გარეშე ივარჯიშა

სამშაბათს გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც 350 გულშემატკივარი დაესწრო. ბაიერნს 11 ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ნაკრებებში გაემგზავრნენ. ვარჯიშში მონაწილეობა რამოდენიმე ახალგაზრდა მოთამაშემ მიიღო.

რაფინიამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. სექტემბრის შუა რიცხვებში, ბრაზილიელმა, ლევერკუზენთან მატჩში, ტრავმა მიიღო. ახლა მცველი უკვე ბურთთან ვარჯიშებს დაუბრუნდა.

შაბათ-კვირას კოვაჩი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს. ორშაბათიდან გუნდი ვოლფსბურგთან შეხვედრისთვის მზადდებას შეუდგება. მატჩი 20 ოქტომბერს გაიმართება.


10-10-2018