სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის 9 ტურში ბაიერნმა 33 ბურთი შეაგდო, აქედან 13 გოლი გასვლით მატჩებში მიითვალა. ორივე მაჩვენებელი გუნდისთვის სარეკორდოა.

ლევანდოვსკის გარდა (10 გოლი) ბურთები გუნდის კიდევ 8 მოთამაშემ შეაგდო. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჰოფენჰაიმს აქვს (12 ფეხბურთელი).

აღსანიშნავია, რომ ბაიერნს გასვლაზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, უნიონს კი საკუთარ კედლებში 21 მატჩის განმავლობაში არ წაუგია.


რეკორდმაისტერმა უკანასკნელი 3 გასვლითი მატჩი მოიგო, რომლებშიც მინიმუმ 3 ბურთს იტანდა. 2019/20 წწ. გუნდმა ზედიზედ 5 გასვლითი შეხვედრა მოიგო, რომლებშიც ასევე მინიმუმ 3 ბურთს იტანდა.

ბაიერნი უნიონს 4-ჯერ შეხვდა. აქედან 2 მატჩი მოუგო და ფრედ დაასრულა. წინა სეზონის ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 1:1 დასრულდა.


29-10-2021