სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი გლადბახში განადგურდა

მეორე წუთზე ზაქარიამ ბაიერნი შოქში ჩააგდო. გლადბახი წინ გავიდა, 1:0. მე-10 წუთზე მომენტი ჰოფმანს შეექმნა, მაგრამ კარებს ააცილა. გლადბახი მომენტს მომენტზე ქმნის. ნოიერმა გუნდი გადაარჩინა. მე-15 წუთზე ბენზებაინმა ნოიერის კარები მეორედ აიღო, 2:0. 20-ე წუთზე ერნანდეზმა ემბოლო წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზებანიმ გამოიყენა, 3:0... პირველი დარტყმა კარების მიმართულებით ბაიერნმა 35-ე წუთზე განახორციელა. გნაბრის დარტყმა მეკარემ გაანეიტრალა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი კიმიხის საშუალო დისტანციიდან დარტყმით დაიწყო, მაგრამ ზომერმა ბურთი მოიგერია. გნაბრი ფლანგიდან შეიჭრა, მაგრამ კარებს ააცილა. აქტიურობის მიუხედავად, გლადბახმა მეოთხე ბურთი გაიტანა. უპამეკანომ მორიგი შეცდომა დაუშვა... 4:0. 55-ე წუთზე ნოიერმა გუნდი მეხუთე გოლისგან იხსნა. 57-ე წუთზე ბაიერნის დარბევა გაგრძელდა, 5:0... ბაიერნი თასიდან გამოვარდა.


28-10-2021