სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

პირველ 10 წუთში ლევანდოვსკიმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა და გნაბრის გოლი არ ჩაითვალა. სერჟის დარტყმამდე მუსიალამ წესები დაარღვია. VAR-ის გამოყენების შემდეგ არბიტრმა გოლი გააუქმა. მე-16 წუთზე გნაბრიმ თავისას მიაღწია. ლამაზი კომბინაციის შემდეგ გნაბრიმ ბაუმანის კარები აიღო, 1:0! 14 წუთში ლევანდოვსკიმ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაზარდა, 2:0! ასისტი მიულერმა ჩაიწერა. 43-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მომდევნო მომენტი ვერ გამოიყენა. ბურთი მეკარეს გაარტყა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი გნაბრის მომენტით დაიწყო, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 52-ე წუთზე მუსიალამ კარებს ოდნავ ააცილა. ზაბიცერმა გაისროლა, ოდნავ არაზუსტად. მეორე ტაიმში უფრო თანაბარი თამაში იყო. ბაიერნმა სიჩქარეები საგრძნობლად დააგდო. 75-ე წუთზე კომანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. შვიდ წუთზე შეცვლაზე გამოსულმა ჩუპო მოტინგმა მესამე ბურთი გაიტანა, 3:0! ბურთი ტოლისომაც შეაგდო, მაგრამ არბიტრმა ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი გააუქმა. 87-ე წუთზე უპამეკანოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ კომანმა ანგარიში 4:0-მდე გაზარდა. თითქმის ეგრევე მორიგი რეალური მომენტი ლევანდოვსკიმ გააცუდა. ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა. ოთხშაბათს საღამოს თასის მეორე რაუნდში რეკორდმაისტერი გასვლაზე გლადბახს დაუპირისპირდება.


23-10-2021