სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

26 შეხვედრიდან ბაიერნმა ჰოფენჰაიმს 17 მოუგო. ამ მატჩებში მიუნხენელები მეტოქეს საშუალოდ 2.38 გოლს უტანდნენ (სულ 62 ბურთი). მაგრამ უკანასკნელ 10 დუელში "სოფლელებმა" 13 ქულის აღება მოახერხეს.

ბუნდესლიგის პირველ 8 ტურში ბაიერნის ფეხბურთელებმა 29 გოლი მიითვალეს. ეს 1976/77 წწ. კლუბის რეკორდის გამეორებაა.

მატჩების პირველ ნახევრებში რეკორდმაისტერმა 16 ბურთის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჰოფენჰაიმს აქტივში სულ 17 გოლია.


მანუელ ნოიერი მომდევნო იუბილეს მოლოდინშია. გამარჯვების შემთხვევაში კაპიტანი საიუბილეო 300-ე მოგებას აღნიშნავს. უფრო მეტი გამარჯვება ოლივერ კანის აქტივშია (310).


23-10-2021