სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მათეუსი: "მოთამაშეები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ"

"ბაიერნის ბოსები ძალიან შეცდნენ, როდესაც შემადგენლობა დროულად არ გაახალგაზრდავეს. გუნდის ფეხბურთელებს კონტრაქტებს სტაბილურად უხანგრძლივებდნენ და ამით სატრანსფერო ბაზარზე არსებულ ნიჭიერ ფეხბურთელებს იგნორირებას უკეთებდნენ. წინა მატჩში ბაიერნს მინდორზე 9 ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებმაც მონაწილეობა 2013 წლის ფინალში მიიღეს! ბევრი მოთამაშე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ხამესი, ლევანდოვსკი, რობენი, რიბერი. ერთს არ მოწონს, რომ სტაბილური პრაქტიკა არ აქვს. მეორეს - გადაცემებს არ უკეთებენ. მესამე ჟურნალისტებს აკრიტიკებს. ეს პარტნიორების, მწვრთნელის და კლუბის მიმართ უპატივცემლობაა. განსაკუთრებით ხამესს გამოვარჩევდი. კოვაჩი მას ცვლილებების შემდეგ ნაკლებად ეხუტება, როგორც ამას ჰაინკესი აკეთებდა. მაგრამ ეს გარემოება კოლუმბიელს ასეთი საქციელის დემონსტრირებისთვის უფლებას არ აძლევს. გლადბახთან მატჩში მინდორზე არ ჩანდა. მისი თამაშიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კოვაჩი სწორად იქცევა, როდესაც კოლუმბიელს სათადარიგოთა სკამზე ტოვებს", გააკრიტიკა ბაიერნის ფეხბურთელები ლოთარ მათეუსმა.


09-10-2018