სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის 2 ტურის შემდეგ გუნდს 6 ქულა და ბურთების შეფარდება 8:0-ზე აქვს. იულიან ნაგელზმანმა საკლუბო რეკორდი გაიმეორა (იგივე მაჩვენებლები ბაიერნს 2015/16 წწ. და 2019/20 წწ. სეზონებში ჰქონდა).

ტურნირის ფარგლებში ბაიერნი ბენფიკას 10 ჯერ შეხვდა. აქედან რეკორდმაისტერმა მეტოქეს 7 მატჩი მოუგო და 3 ფრედ დაასრულა.


ჯგუფურ სტადიაზე 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 21 მოგება და 3 ფრე.

რეკორდმაისტერის გასვლითი მატჩების წაუგებელი სერია - 19-ს უდრის. აქედან ბაიერნმა 15 შეხვედრა მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ამ მატჩებში გუნდმა 54 ბურთი შეაგდო, აქედან 19 გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა.

ლევანდოვსკის თემის გაგრძელებაში... რობერტმა პორტუგალიელი კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ 6 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. პოლონელმა ბენფიკასთან დუელში 3 გოლი მიითვალა. საერთო ჯამში ბაიერნი პორტუგალიელ გუნდებს 28-ჯერ შეხვდა: 17 გამარჯვება, 9 ფრე და 2 მარცხი.

ოთხშაბათს საღამოს მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში საიუბილეო მე-100 მატჩს ჩაატარებს. ბაიერნის ისტორიაში მანუ მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი იქნება, რომელმა ამ მაჩვენებელს მიაღწია. ამ ოთხიდან ნოიერი კანის შემდეგ მეორე მეკარე იქნება (ოლის 103 მატჩი აქვს).


19-10-2021