სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ერნანდეზმა კარგად ივარჯიშა. მომდევნო 2 მატჩში მისი გამოყენება ჩემს გეგმებში შედის. ჯანმრთელობა ხელს თუ არ შეუშლის, ორივე შეხვედრაში ითამაშებს".

"ვფიქრობ, რომ კვირას საღამოს მაყურებლებისთვის სანახაობრივი მატჩი იქნება. ორივე გუნდს შეტევა უყვარს. საინტერესო იქნება. ლევერკუზენი მშვენიერ პირველ წრეს ატარებს, მშვენიერ პროგრესს მიაღწიეს. გუნდი გაერთიანდა, კარგ სულისკვეთებას ფლობენ. გამარჯვების მოსაპოვებლად კარგი საღამო უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ამას მივაღწევთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ პირველ ადგილს შევინარჩუნებთ".

"ლევერკუზენს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. შიქის სახით მშვენიერი თავდასხმელი შეიძინეს. არამგონია, რომ 90 წუთის განმავლობაში პრესინგს გამოიყენებენ. ვთვლი, რომ ყრუ დაცვაშიც ჩადგებიან, იმისთვის, რომ ჩვენი მცველების ზურგის უკან თავისუფალი სივრცეები მოიპოვონ".


15-10-2021