სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონატში ბაიერნი ტოპ-მატჩებს მშვენივრად ატარებს. ამ გუნდებს შორის 2020 წლის შეხვედრა რეკორდმაისტერმა მოიგო. მაშინ ლევერკუზენი პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ტოპ შეხვედრებში მიუნხენელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (11 მოგება და 4 ფრე).

კვირას საღამოს ერთმანეთს ჩემპიონატის საუკეთესო ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდება. ბაიერნის აქტივში 24 გატანილი ბურთია, ლევერკუზენს 4 გოლით ნაკლები აქვს. მიუნხენელები მინიმუმ ერთ ბურთს 82 მატჩის განმავლობაში იტანენ, რაც გერმანული ფეხბურთის რეკორდია. კვირას ერთმანეთს ასევე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლევანდოვსკი (7 გოლი) და საუკეთესო ასისტენტი ვირცი (5 პასი) დაუპირისპირდებიან.

84 შეხვედრიდან რეკორდმაისტერი მეტოქეს 50 მოუგო (18 ფრე და 16 მარცხი). უკანასკნელი 3 დუელი ბაიერნის სასარგებლოდ დასრულდა.

ფარმაცევტების წინააღმდეგ შეხვედრა ლევანდოვსკისთვის 358-ე იქნება. ამ მაჩვენებლით პოლონელი ნალდოს დაეწევეა. ლეგიონერებს შორის საუკეთესო შედეგი კლაუდიო პიზაროს აქვს (490 მატჩი).

ჩუპო მოტინგს კარგი ტემპი აქვს აღებული. უკანასკნელ 4 შეხვედრაში თავდასხმელმა 3 ბურთი გაიტანა. ლევერკუზენის წინააღმდეგ ჩატარებულ 13 მატჩში ჩუპო მოტინგმა 6 გოლი მიითვალა.

მიმდინარე ჩემპიონატში ნაგელზმანის გუნდს ყველაზე ნაკლები ფოლი აქვს მიღებული (59). შემდეგ 64 ჯარიმით ლევერკუზენი მოდის. ბაიერნის პასივში მხოლოდ 5 ყვითელი ბარათია.


15-10-2021