სხვა ამბები

ახალი ამბები

მანშაფტი ყატარში გაემგზავრება

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ორშაბათს საღამოს მანშაფტმა გასვლაზე ჩრდ.მაკედონია გაანადგურა - 4:0. ვერნერმა დუბლი მიითვალა, თითო ბურთი ჰავერცმა და მუსიალამ გაიტანეს.

საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის თასი მოიგო. ფინალში დეშამის შეგირდებმა ესპანეთს სძლიეს - 2:1. სასტარტო შემადგენლობაში უპამეკანო და პავარი გამოვიდნენ.

ხორვატიის ნაკრებმა სლოვაკეთთან ფრე 2:2 ითამაშა. სტანიშიჩმა მინდორზე 67 წუთი გაატარა.

დეივისის კანადის ნაკრებმა ნულოვანი ფრე იამაიკასთან ითამაშა. მცველი 90 წუთი მინდორზე იმყოფებოდა.


12-10-2021