სხვა ამბები

ახალი ამბები

მანშაფტმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

სათამაშო უპირატესობის მიუხედავად გერმანიამ პირველ ტაიმში ბურთი ვერ გაიტანა. რამდენიმე კარგი მომენტი ფეხბურთელებმა გააცუდეს. მეტოქე მხოლოდ კონტრშეტევებზე ფიქრობდა. პირველი ტაიმის მიწურულს ვერნერმა ბურთი ძელს გაარტყა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

50-ე წუთზე გნაბრის და მიულერის კომბინაცია ჰავერცმა გოლით დაასრულა, 1:0! კაიმ ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა. 70-ე წუთზე ვერნერმა მეორე ბურთი შეაგდო. ასისტი ისევ მიულერმა მიითვალა, 2:0! 5 წუთში ვერნერმა დუბლი მიითვალა. თავდასხმელმა ლამაზი დარტყმით მეკარესგან შორეული დაბალი კუთხე დალაშქრა, 3:0! 85-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა მუსიალამ მეოთხე ბურთი შეაგდო, 0:4. მისთვის ნაკრებში ეს სადებიუტო გოლი აღმოჩნდა. მანშაფტმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!


12-10-2021