სხვა ამბები

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ფეხბურთის თამაში იცის. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ არც ერთი თამაში არ წაუგიათ. ჩვენთან მოგების შემდეგ საკუთარ ძალებში რწმენა გაორმაგებული აქვთ. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ საკუთარი ფილოსოფიის დემონსტრირება, თამაშის პოვნა და მატჩის მოგება გვმართებს".

"კიმიხი და გორეცკა აბსოლუტური პროფესიონალები არიან. გამარჯვებების მიმართ უძლიერესი წყურვილი აქვთ. ბედნიერები უნდა ვიყოთ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური ნახევარმცველების წყვილი გვყავს".

"ორშაბათს საღამოს აქტიური და დინამიური თამაშის დემონსტრირება იქნება საჭირო. შეხვედრის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გვსურს".


10-10-2021