სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში რუმინელების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრებს რთული ბრძოლის გადატანა მოუწიათ. ანგარიში მეტოქემ გახსნა, მაგრამ მეორე ნახევარში გოლები ორმა ბაიერნელმა მიითვალა. გნაბრიმ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ შეცვლაზე გამოსულმა მიულერმა მანშაფტს 3 ქულა მოუტანა. სასტარტო შემადგენლობაში ბაიერნელებისგან ზულე, გორეცკა, კიმიხი, გნაბრი და ზანე გამოვიდნენ. ნოიერმა მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. მუსიალამ 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა გასვლაზე ბელგიას სძლია (3:2). მატჩის განმავლობაში დეშამის შეგირდები ანგარიშით 0:2-ს აგებდნენ. სასტარტო შემადგენლობაში ბაიერნელებისგან პავარი და ერნანდეზი გამოვიდნენ. უპამეკანო მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში კანადას ნაკრებმა გასვლაზე მექსიკასთან ფრე ითამაშა (1:1). ალფონსო დეივისმა ასისტი მიითვალა.

U21 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ისრაელის წინააღმდეგ (3:2) მალიკ თილმანმა დებიუტი იზეიმა. პრემიერა წარმატებული გამოდგა. შემტევმა ბურთის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში თილმანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხამ მოიგერია.


09-10-2021