სხვა ამბები

ახალი ამბები

მიულერმა მანშაფტს 3 ქულა მოუტანა

მანშაფტმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ პირველი დარტყმა რუმინელებმა განახორციელეს, არაზუსტი. მეხუთე წუთზე საჯარიმოში ვერნერი წააქციეს. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ის შემოწმების შემდეგ გააუქმა. მე-9 წუთზე რუმინეთმა ბურთი შეაგდო, 0:1... გნაბრის მომენტი, მაგრამ რთული პოზიციიდან სერჟმა კარებს ვერ გაარტყა. ისევ გნაბრის აქტიურობა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ვერნერის გარღვევა, ტიმოს არაზუსტი გადაცემით დასრულდა. როისის გასროლა მეკარემ მოიგერია. ტაიმის მიწურულს საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ დაარტყა, მაგრამ კარებს ააცილა. შესვენებაზე ნაკრებები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი რუმინელების კონტრშეტევით დაიწყო, რომლის შემდეგ შეიძლება გოლი გასულიყო, მაგრამ საბედნიეროდ არ გავიდა. სტუმრებმა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს, გნაბრიმ კი ამის გაკეთება შეძლო, 1:1! საშუალო დისტანციიდან კარგი დარტყმით სერჟმა მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა! შედეგიანი გადაცემა როისმა მიითვალა. როისის მომენტი, მაგრამ მარკომ ბურთი კარებს ზემოდან ააცილა. ზანემ კარგი დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. ლამაზი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ზანე გაიყვანეს, მაგრამ ისევ არაზუსტად დაარტყა. შანსი რუმინელებს ჰქონდათ, მაგრამ გააცუდეს. მიულერმა ჰავერცზე ჭკვიანური გადაცემა შეასრულა, მაგრამ კაიმ მომენტი ვერ გამოიყენა. 82-ე წუთზე მიულერმა მანშაფტი წინ გაიყვანა, 2:1! კიმიხის კუთხურის ჩაწოდების და გორეცკას გადაცემის შემდეგ თომასმა ბურთი კარებში გადააგზავნა. მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა. ორშაბათს გასვლაზე მანშაფტი ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.


09-10-2021