სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუდიგერი: ზულესთან ერთად თამაში მომწონს

"ნიკლას ზულესთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობთ და ვთამაშობთ. შეთამაშებლობა მაღალ დონეზე გვაქვს აყვანილი. მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს. მაღალი პრესინგის პრინციპის გამოყენება ძალიან სასარგებლოა, რადგანაც მეტოქის კარებამდე 30 მეტრი რჩება და არა 70 მეტრი. მატჩის მსვლელობის კარნახი ჩვენ უნდა შევძლოთ და არა მეტოქე. ნაკრებში ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მწვრთნელი გუნდის უფრო გაერთიანებას ცდილობს. ამის გაკეთება მას გამოსდის. შემტევი ფეხბურთით გერმანიის ნაკრების გულშემატკივრები უნდა გავახაროთ", თქვა ტონი რუდიგერმა.


05-10-2021