სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დღის განრიგში სანაკრებო მატჩებია

საკლუბო ფეხბურთი მცირე შესვენებაზე გავიდა. სანაკრებო ტურნირების დრო დადგა. ბაიერნიდან ეროვნულ გუნდებში 18 ფეხბურთელი გაემგზავრება.

მანშაფტის ღირსებას მანუელ ნოიერი, ნიკლას ზულე, იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, თომას მიულერი, ლეროი ზანე, ლეონ გორეცკა და ჯამალ მუსიალა დაიცავენ. საფრანგეთის ნაკრების რიგებში დაიო უპამეკანო, ბენჟამენ პავარი და ლიუკა ერნანდეზი იასპარეზებენ. პოლონეთს წინ კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი წაიყვანს. ავსტრიის ნაკრების ღირსებას მარცელ ზაბიცერი დაიცავს. დეივისი კანადას, ჩუპო მოტინგი კამერუნს, სტანისიჩი ხორვატიას, ზარი სენეგალს, ტილმანი გერმანიის U21 ასაკობრივ ნაკრებს დაეხმარებიან.


04-10-2021