სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფრანკფურტთან დამარცხდა

მესამე წუთზე ლევანდოვსკის კარგი მომენტი შეექმნა, ტრაპმა მოიგერია, მაგრამ მანამდე მსაჯმა თამაშგარე სიტუაცია დააფიქსირა. ორ წუთში დეივისის ლამაზი გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ პოლონელმა თაური დარტყმით ბურთი კარებს ზემოდან ააცილა. ზანემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად გამოუვიდა. მეტოქის მცველმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, მაგრამ ტრაპმა ფრანკფურტი გადაარჩინა. მიულერის დარტყმა, მაგრამ მეკარე ისევ ადგილზე აღმოჩნდა. საშუალო დისტანციიდან გორეცკამ გაისროლა, მეკარე ბურთს დაეუფლა. მიულერის და ზულეს ორსვლიანი შეტევა, მაგრამ ნიკლასმა კარებს ოდნავ ააცილა. 29-ე წუთზე გორეცკამ ანგარიში გახსნა. ჰინტერეგერმა შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ბურთი გორეცკასთან მოხვდა, ლეონმა შანსი ფეხებიდან არ გაუშვა, 1:0! თითქმის ეგრევე ჰინტერეგერმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა, კუთხურის შემდეგ თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 1:1. ისევ გორეცკას დარტყმა, ძალზედ არაზუსტი. კიმიხმა გაისროლა, ტრაპმა ბურთი დაიჭირა. 42-ე წუთზე ნოიერმა ახლო დუელში ტურეს აჯობა. კაპიტანმა გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ზანეს ჩაწოდების შემდეგ გნაბრი ბურთი ძელს გაარტყა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ზანეს მომენტით დაიწყო, ლეროიმა ბურთი ტრიბუნებზე გააგზავნა. ლევანდოსკის დარტყმის შემდეგ, ტრაპმა ბურთი დაიჭირა. 55-ე წუთზე მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე ლევანდოვსკი აღმოჩნდა, მსაჯმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. თითქმის ეგრევე ლევანდოვსკის 100%-ანი მომენტი შეექმნა, მაგრამ ბურთის გზაზე ისევ ტრაპი აღმოჩნდა. ზულეს დარტყმას მცველი გადაეღობა. კიმიხის კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ყველას ასცდა და ოდნავ კარებში არ შეგორდა. ფრანკფურტი გოლს გადაურჩა. გნაბრის დარტყმა, ტრაპმა საკუთარი გუნდი ისევ გადაარჩინა. ზანეს გასროლა, მეკარემ ბურთი მოიგერია. 83-ე წუთზე ფრანკფურტი წინ გავიდა, ნოიერის კარები კოსტიჩმა აიღო. გორეცკამ ჰაერში მაკრატელა შეასრულა, არაზუსტად. ისევ გორეცკა, მაგრამ ტრაპმა მორიგი სეივი შეასრულა. სამწუხაროდ, ბაიერნმა მატჩი დათმო. წინ სანაკრებო პაუზაა.


03-10-2021