სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"კინგზლი კომანი და კოკო ტოლისო სათამაშოდ მზად ჯერ არ არიან. სანაკრებო პაუზის დროს კონდიციების დასაბრუნებლად იმუშავებენ. იმედი გვაქვს, რომ ლევერკუზენთან მატჩისთვის მწყობრში დაბრუნდებიან. ბენჯი პავარი დისკვალიფიცირებულია. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის".


"ფრანკფურტი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. მაგრამ შემადგენლობაში ცვლილებების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. გუნდის საუკეთესო თავდასხმელი სილვა დაკარგეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს".

"ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ხშირად ვცვლი. დატვირთვებს კარგად ვუმკლავდებით. კარგ გზას ვადგავართ, რაც ტრავმებთან სიტუაციას კარგად ასახავს".


02-10-2021