სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

Lewy-ს ბრწყინვალე სტატისტიკა

ოთხშაბათს გვიან საღამოს რობერტ ლევანდოვსკიმ კიევის დინამოსთან შეხვედრაში თავისი ზედიზედ მე-18 გამარჯვება მოიპოვა. მე-12 წუთზე პოლონელმა 11-მეტრიანი დარტყმა გამოიყენა, 16 წუთში კი დუბლი მიითვალა. ამ 18 მატჩის განმავლობაში რობერტმა ასევე 5 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმელმა ტურნირში თავისი მე-14 პენალტი შეაგდო. მას არც ერთი 11-მეტრიანი დარტყმა არ გაუცუდებია.

ჩემპიონთა ლიგაზე 77 ბურთის გასატანად ლევანდოვსკის 98 მატჩის ჩატარება მოუწია. ამ მაჩვენებლით პოლონელი მხოლოდ მესის ჩამორჩება (არგენტინელს 77 ბურთის გასატანად 97 მატჩი დასჭირდა).


30-09-2021