სხვა ამბები

ახალი ამბები

გნაბრის წინა სამატჩო კომენტარები

"ყოველთვის ახალი მიზნებისკენ მივესწრაფებით. მატჩიდან მატჩამდე კონდიციებს ვაკვირდებით და ტემპის დაგდებას არ ვაპირებთ. ფეხბურთისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ამ გრძნობის შენარჩუნება გვსურს".

"გრძელი და კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა გვყავს. არის მატჩები, რომლებშიც ერთი და იგივეს ფეხბურთელების გამოყენება ნაკლებად არის საჭირო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყოს. პრობლემების დროს მზად ვარ, რომ თამაშ გარე ავღმოჩნდე. სხვა ნებისმიერ დროს სათამაშოდ მზად ვიქნები".

"დინამოს რიგებში ბევრი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრების ღირსებას იცავს, რომელთანაც საქმე უკვე გვქონდა. ძალისმიერ ფეხბურთს დემონსტრირებენ, კონტრშეტევებზე ხშირად გადადიან".

"წლევანდელ გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება ისევ ბევრ გუნდს სურს. გუნდში მშვენიერი ატმოსფერო სუფევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის მოგება ისევ გვსურს. ჩვენს გუნდს ამის გაკეთება შეუძლია".


28-09-2021