სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

პირველი მომენტი გორეცკას შეექმნა, მაგრამ ლეონის დარტყმის შემდეგ ბურთი შორეულ კუთხეს სულ ოდნავ ასცდა. რაც ვერ გამოუვიდა გორეცკას შესანიშნავად შეასრულა მიულერმა. დეივისის ფლანგიდან გადაცემის შემდეგ მიულერმა მეტოქის მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა, 0:1! მე-20 წუთზე მიულერს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ამჯერად დარტყმა ვერ გამოუვიდა. გორეცკას მორიგი დარტყმა, ისევ არაზუსტი. 31-ე წუთზე ზანეს ბურთის დაგდების შემდეგ კიმიხმა ტექნიკური დარტყმით მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა, 0:2! ლევის ქუსლით დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, მეტოქე გოლს გადაურჩა. ტაიმის მიწურულს ფიურტს მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი პავარის გაძევებით დაიწყო. ფრანგმა მცველმა გრინი მხოლოდ უკანასკნელი ფოლის დახმარებით შეაჩერა. ლევანდოვსკის მომენტი, მაგრამ პოლონელს სუსტი დარტყმა გამოუვიდა და მეკარე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. 65-ე წუთზე არბიტრმა ნაგელზმანი გააყვითლა. ბაიერნის მწვრთნელს მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება არ მოეწონა. 70-ე წუთზე ფიურტმა ავტოგოლი გაიტანა, 0:3! მატჩის მიწურულს ფიურტმა ერთი გოლი გაჰქვითა... მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა. სამწუხაროდ, ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი ვერ გაიმეორა.


25-09-2021