სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

იულიან ნაგელზმანი უხვგოლიანი ფეხბურთის მომხრეა. ბაიერნმა მისი ხელმძღვანელობით, ბუნდესლიგის ფარგლებში, უკვე 20 ბურთი გაიტანა. ჩემპიონატების ისტორიაში ესეთ შედეგს კიდევ ორმა მწვრთნელმა მიაღწია - უდო ლატეკი და ანდრის იონკერი.

ბოჰუმთან გამარჯვების შემდეგ (7:0), რეკორდმაისტერმა საკუთარი სტატისტიკა გუნდებთან, რომელიც პირველ ბუნდესლიგას დაუბრუნდნენ, კიდევ უფრო გააუმჯობესა. უკანასკნელ 48 მატჩიდან, მიუნხენელებმა მხოლოდ ერთი წააგეს (2017/18 წწ. სეზონის დასკვნით ტურში). ბაიერნმა 44 შეხვედრა მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. გერმანიის ჩემპიონმა 155 ბურთი შეაგდო (საშუალოდ 3,2 გოლი ერთ მატჩში).

ბუნდესლიგის უკანასკნელ 15 შეხვედრაში ოქროს ბუცის მფლობელი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. ფიურტთან შეხვედრაში ლევანდოვსკიმ შეიძლება გერდ მიულერის ისტორიული რეკორდი გაიმეოროს. 1969/70 წწ. ნაციის ბომბარდირმა გოლი ზედიზედ 16 მატჩში მიითვალა.

საღამოს შეხვედრა ლეონ გორეცკასთვის და ნიკლას ზულესთვის, ბუნდესლიგის ფარგლებში, 200-ე საიუბილეო გახდება.


24-09-2021