სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მომდევნო მატჩს გუნდები განსხვავებულ კონდიციებში ხვდებიან. ფიურტი მეორე ბუნდესლიგიდან მხოლოდ ახლა ამოვიდა. იციან, რომ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება რთული საქმეა. რა თქმა უნდა, ფავორიტის როლში ვიქნებით და აუცილებლად მატჩის მოგებას ვეცდებით. ახლა სატურნირო ცხრილის ლიდერები ვართ და მანდ გვსურს დარჩენა. ვფიქრობ, რომ ფიურტი გრძელ გადაცემებს ხშირად გამოიყენებს. ჰრგოტას სახით ჭკვიანი თავდასხმელი ჰყავთ. გრისბექიც გუნდისთვის სასარგებლოდ თამაშობს, ძალიან აგრესიულია. ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მეტოქე ყრუ დაცვაში ჩადგება".

"კარგი სიახლეები გვაქვს. გნაბრიმ, მუსიალამ და ერნანდეზმა ივარჯიშეს. კომანი სირბილს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, სათამაშოდ ფრანგი მზად ჯერ არ არის. ულრაიჰი ტრავმირებულია, მის ადგილს ფრუჰტლი დაიკავებს. ტოლისოს შესახებ სიახლეები არ გვაქვს. განაცხადში არ იქნება".

"გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. მარცხის შემთხვევაში კი საუბრები მეტოქის შეუფასებლობაზე იქნება. 3 ქულის აღება აუცილებელი იქნება, ზედიზედ მე-10 ტიტულის მოგებასთან უფრო ახლო ვიქნებით. საჩუქრების გაკეთებას არ ვაპირებთ. შეუფასებლობას ადგილი არ ექნება".

"ზაბიცერს ფლანგზეც შეუძლია თამაში. მაგრამ მისთვის ეს არც ისე კარგი პოზიციაა. ვთვლი, რომ ცენტრში უფრო ძლიერად გამოიყურება. მარცელი სასტარტო შემადგენლობის კანდიდატია. გნაბრი და მუსიალა სათამაშოდ მზად არიან. მათ კონდიციებს მატჩის წინ დავაკვირდებით. სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, არ გამოვლენ. ნუ გავიწყდებათ, რომ მომდევნო კვირას ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ".

"სპორტული თვალსაზრისით გუნდს კიდე აქვს მოსამატებელი. გამარჯვებების მიმართ წყურვილის გარდა, გუნდი მშვენიერ ხასიათს ფლობს. ფეხბურთელები თავმდაბლები არიან, საკუთარ თავს მნიშვნელოვან პერსონებად არ თვლიან. ტაქტიკური თვალსაზრისით პოტენციალი გაგვაჩნია. გამარჯვებების მოპოვება და ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირება გვსურს"


23-09-2021