სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზანეს ბენეფისი ბოჰუმთან მატჩში

შაბათს საღამოს ბოჰუმთან შეხვედრის მე-17 წუთზე ლეროი ზანემ საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა, რის შემდეგაც ანგარიში 1:0 გახდა.

"კედლის ადგილმდებარეობას დავაკვირდი. გადავწყვიტე, რომ პირდაპირი დარტყმა შემესრულებინა. საჯარიმო დარტყმებს ხშირად ვავარჯიშებ. განსაკუთრებით ამას მატჩების წინ ვაკეთებ, იმისთვის, რომ საჭირო გრძნობა მოვიძიო. დარტყმებს სხვა და სხვა მანძილებიდან ვანახორციელებ", განაცხადა ლეროი ზანემ.

"მის ზრდას მშვენივრად ვხედავ. დიდი თავგანწირვით ვარჯიშობს. ბოლომდე იხარჯება", აღნიშნა იულიან ნაგელზმანმა.

უკანასკნელი 5 მატჩის განმავლობაში 25 წლის ვინგერმა 3 გოლი და 4 "ასისტი" მიითვალა. შაბათს საღამოს შეხვედრაში ნაგელზმანმა ზანე დასვენების მიზნით გამოცვალა. გულშემატკივრებმა ფეხბურთელი ხმამაღალი აპლოდისმენტებით გააცილეს.


19-09-2021