სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საკუთარ კედლებში ბაიერნმა ბოჰუმს 34 ჩატარებული შეხვედრიდან 25 მოუგო (8 ფრე და მარცხი). ბოჰუმმა რეკორდმაისტერს 1991 წლის 28 აგვისტოს მოუგო (2:0). ყველა ტურნირის ჩათვლით მიუნხენელებმა მეტოქეს უკანასკნელი 6 მატჩი მოუგეს. უფრო გრძელი სერია "წითლებს" 1978-82 წწ. ჰქონდათ (8 მატჩი).

ბუნდესლიგის ფარგლებში გერმანიის ჩემპიონმა უკანასკნელი 3 საშინაო შეხვედრა მოიგო. 2018/19 წწ. დაწყებიდან ბაიერნს საუკეთესო სტარტი აქვს - 10 ქულა 4 ტურში (მაშინ გუნდმა 12 დააგროვა).

ბოჰუმს, პირიქით, ცუდი სტარტი აქვს. 4 მატჩში - 3 მარცხი. გუნდმა ორივე გასვლითი მატჩი წააგო.

გერმანიის ჩემპიონატების საშინაო შეხვედრებს რეკორდმაისტერი 2019 წლის ნოემბრიდან არ აგებს - 24 გამარჯვება და 5 ფრე. ბაიერნმა ალიანც არენაზე ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო.

მიმდინარე ჩემპიონატში მუსიალამ გუნდის საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა ოთხჯერ მიიღო (2 გოლი + 2 ასისტი). უკეთესი შედეგი მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს - 6 საგოლე მოქმედება.


18-09-2021