სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანი: ლევანდოვსკიმ კარგი საგოლე ალღო აჩვენა

"მატჩის დებიუტში დეპაიმა პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მისი განეიტრალება მოვახერხეთ. ამის შემდეგ მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ბარსელონას დასკვნითი დარტყმა დააკლდა. თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ბურთის ფლობის დროს უფრო მეტი მომენტის შექმნა შეგვეძლო. მეორე ტაიმში უფრო სტაბილურად გამოვიყურებოდით. ლევანდოვსკიმ კარგი საგოლე ალღო აჩვენა. მეორე გოლის დროს სენსაციურად ითამაშა. საბოლოოდ, თამაშს კარგად ვაკონტროლებდით და მესამე ბურთი შევაგდეთ. გამარჯვების მოპოვება ამ ანგარიშით სავსებით დამსახურებულია", განაცხადა იულიან ნაგელზმანმა.


15-09-2021