სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბაიერნი ბარსელონას 11-ჯერ შეხვდა. აქედან რეკოდმაისტერმა მეტოქეს 7 მატჩი მოუგო (2 ფრე და 2 მარცხი). უკანასკნელი შეხვედრა მიუნხენელების ბენეფისით დასრულდა. 2019/20 წლის ტურნირის გათამაშების მეოთხედფინალში ბაიერნმა ბარსელონა ანგარიშით 8:2 გაანადგურა და შემდგომში თასიც მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 18 გასვლითი მატჩი რეკორდმაისტერს არ წაუგია (14 მოგება და 4 ფრე). ტურნირის ყველაზე გრძელი სერიაა.

ბაიერნმა ზედიზედ 17 სასტარტო შეხვედრა მოიგო, რაც ტურნირის რეკორდს წარმოადგენს. ამ მატჩებში მიუნხენელებმა 42 ბურთი შეაგდეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

ბარსელონა თომას მიულერის საყვარელი მეტოქეა. დღევანდელი იუბილარი მეტოქეს 5 ჩატარებულ შეხვედრაში 6 ბურთი გაუტანა. მიულერს კიდევ ორი გოლი სჭირდება და ტურნირში მას 50 გატანილი ბურთი ექნება.

2018/19 წწ. გათამაშებიდან დაწყებული რობერტ ლევანდოვსკიმ ტურნირში 28 ბურთი გაიტანა. ეს 8 გოლით მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. უკანასკნელ 17 მატჩში პოლონელს 23 გოლი დაუგროვდა.

ფელიქს მაგათის და თომას თუჰელის შემდეგ იულიან ნაგელზმანი მესამე მწვრთნელი იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 3 გუნდით ასპარეზობდა (ჰოფენჰაიმი, ლაიპციგი და ახლა ბაიერნი).


13-09-2021