სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შტინდლი: "მიუნხენში გამარჯვების მოპოვება ყოველთვის მსურდა"

"შემადგენლობაში დაბრუნებით გახარებული ვიყავი. ნახევარდაცვაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება ჩვენთვის დასახული მიზანი იყო. მიუნხენში ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამასთან ერთად კონტრშეტევებზე გადასვლას კარგად ვახერხებდით. აქ გამარჯვების მოპოვება ყოველთვის მსურდა", თქვა ლარს შტინდლმა.

"ძალიან კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ და ამავდროულად თავს მშვენივრად ვიცავდით. მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი ჩვენზე მატჩის დიდი მონაკვეთის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა 100%-ანი მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ამის გაკეთება კარგად შევძელით. იმედი გვქონდა, რომ დაცვიდან შეტევაზე სწრაფი გადართვით ბაიერნს ბურთებს გავუტანთ. პირველივე ორ შეტევაში ორი ბურთის გატანა მოვახერხეთ. ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდა", აღნიშნა დიტერ ჰეკინგმა.


07-10-2018