სხვა ამბები

ახალი ამბები

3 ქულა მიუნხენში გაემგზავრა

მატჩი ლაიპციგის შეტევებით დაიწყო, მაგრამ მე-11 წუთზე საკუთარ საჯარიმოში კამპლმა ხელით ითამაშა. მსაჯმა VAR-ზე შემოწმების შემდეგ 11-მეტრიანი დანიშნა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1! 26-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, ბურთი ძელს ოდნავ ასცდა. 33-ე წუთზე ბაიერნის სწრაფი კონტრშეტევა გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მცველმა ბურთი გნაბრის ფეხიდან მოხსნა. 42-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. პოლონელმა ბურთი კარებს ააცილა. ტაიმის მიწურულს გნაბრიმ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მინდორზე მუსიალა გამოვიდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი მუსიალას გოლით დაიწყო. ჯამალმა ორი შეხებით ბურთი დაამუშავა და კარების შორეულ კუთხეში გადააგზავნა, 0:2! 53-ე წუთზე ლაიპციგმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი ოფსაიდი გამო გააუქმა. 55-ე წუთზე მუსიალამ ზანეზე შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 0:3! ლაიმერმა ულამაზესი ბურთი შეაგდო, 1:3... 58-ე წუთზე მინდორზე ახალწვეული მარცელ ზაბიტცერი გამოჩნდა. ნაგელზმანმა ლევანდოვსკი და გორეცკა დაასვენა. ზაბიტცერის მშვენიერი მომენტი, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. კომპენსირებულ დროში ჩუპო მოტინგმა მეოთხე ბურთი შეაგდო. ბაიერნმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. წინ კამპ ნოუ და ბარსელონაა!


11-09-2021