სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ მორიგი 3 ქულა აიღო

შეხვედრა გნაბრის გოლით დაიწყო. მსაჯმა VAR-ზე შეამოწმა, მაგრამ შემდეგ ბურთი ჩათვალა. გოლი ბავარიული გამოვიდა, სერჟზე გადაცემა ზანემ შეასრულა, 0:1! 24-ე წუთზე კიმიხმა ჯარიმა შეასრულა, რუდიგერმა თავური დარტყმით ისლანდიის კარები აიღო, 0:2! 3 წუთის შემდეგ გორეცკას დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 37-ე წუთზე ზანემ ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა, ბურთი კარებს გადასცდა. შესვენებაზე ნაკრებები ამ ანგარიშით გავიდნენ.

49-ე წუთზე ისლანდიამ ბურთი შეაგდო, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ ოფსაიდის გამო მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. 6 წუთში ზანე, ვერნერი და ჰავერცი ერთ მცველზე გავიდნენ, მაგრამ კაიმ კარებს ააცილა. ჰავერცის მაგივრად ლაზამი გოლი ზანემ მიითვალა, 0:3. ლეროიმ უძლიერესი დარტყმით მეკარესგან ახლო მაღალი კუთხე დალაშქრა! ვერნერის მორიგი შანსი, ისევ არაზუსტად... 63-ე წუთზე ოფსაიდის გამო გორეცკას გოლი არ ჩაითვალა. 89-ე წუთზე ვერნერმა ისლანდიელების კარები მეოთხედ დალაშქრა, 0:4! მანშაფტმა შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. ფლიქის ხელმძღვანელობით 3 ჩატარებულ მატჩში ნაკრებმა 9 ქულა აიღო!


08-09-2021