სხვა ამბები

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მატჩზე საკუთარი გეგმა გაგვაჩნია, რომელიც მთელი სამწვრთნელო შტაბის მუშაობის შედეგია. ნაკრებისთვის გორეცკას ნაირი ფეხბურთელები ძალიან მნიშვნელოვანია. სომხეთის წინააღმდეგ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. გოლებს ქმნიდა, ყოველთვის იხსნებოდა და ორთაბრძოლებს იგებდა. საკუთარი ფუნქციები მშვენივრად შეასრულა, თავი კარგად წარმოაჩინა. ისლანდიის ნაკრები ცვლილებების სტადიაზე იმყოფება. მათი თამაში შევისწავლეთ. თავს კარგად იცავენ და შეტევაზე სწრაფად გადადიან. საკუთარ შემადგენლობაზე პასუხს ჯერ ვერ გაგცემთ. ამას მატჩის წინ გადავწყვეტთ", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.


08-09-2021