სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში გერმანიის ნაკრებმა შინ სომხეთი გაანადგურა, 6:0! დუბლი გნაბრიმ შეასრულა, გორეცკამ ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სასტარტო შემადგენლობაში ამ დუეტის გარდა ბაიერნელებისგან ნოიერი, ზულე, კიმიხი და ზანე გამოვიდნენ. მეორე ნახევარში სათამაშო დრო მუსიალამაც მიიღო. ჯგუფში მანშაფტმა პირველი ადგილი დაიბრუნა. ოთხშაბათს გასვლაზე ფლიქის შეგირდები ისლანდიას დაუპირისპირდებიან.

პოლონეთის ნაკრებმა სან მარინო გაანადგურა - 7:1! ლევანდოვსკიმ 45 წუთის განმავლობაში 2 გოლი და ასისტი მიითვალა.

კიევში ფრანგები მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ, 1:1. კომანი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. ბაიერნის ვინგერმა ფრანგების საგოლე შეტევა წამოიწყო.

კამერუნის ნაკრებმა მალავის მოუგო, 2:0. ჩუპო მოტინგმა მინდორზე ერთი საათი გაატარა.

კანადელებმა ჰონდურასთან ფრე ითამაშეს, 1:1. დეივისმა ნაკრების საგოლე შეტევა წამოიწყო. მისი ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში წესები დაირღვა, კანადელებს 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მიეცათ, რომელიც ლარინმა გამოიყენა.


06-09-2021