სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

უკომენტაროდ... 0:3

მესამე წუთზე მიულერის თაური დარტყმა ზომერმა მოიგერია, მაგრამ მანამდე გვერდითმა არბიტრმა ოფსაიდი დააფიქსირა.

ბაიერნმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო. გლადბახი მხოლოდ ბურთის მოშორებაზე ფიქრობდა, მაგრამ პირველივე დარტყმა ნოიერის კარებში საგოლე აღმოჩნდა. ბურთი პლეამ მიითვალა, 0:1...

ორიოდე წუთში საჯარიმოს სიახლოვეს ტიაგომ
ბურთი დაკარგა და ეს შეცდომა შტინდლმა ცივსისხლიანად გამოიყენა. ნოიერი ისევ უძლური აღმოჩნდა, 0:2...

ბაიერნს წინა ხაზში კრეატივი აკლდა. ფეხბურთელები მხოლოდ საფლანგო ჩაწოდებებს ანახორციელებდნენ.

32-ე წუთზე რობენის დარტყმული ბურთი ზომერმა კუთხურზე მოიგერია. შემდეგ მომენტი ჰუმელსაც ჰქონდა, მაგრამ მცველმა კარებს დიდი მანძილით ააცილა.

სამ წუთში სადარტყმო პოზიციაზე ლევანდოვსკი გაიყვანეს, მაგრამ ზომერი ბურთს ადგილზე დახვდა.

ტაიმის ბოლომდე მიუნხენელები მხოლოდ ბურთს ათამაშებდნენ. გლადბახს ყველა ზონა ჰქონდა გადაკეტილი.

შესვენების შემდეგ მინდორზე რიბერი და გნაბრი შევიდნენ. გასახდელში რობენი და მიულერი დარჩნენ.

52-ე წუთზე ტრავმა ალაბამ მიიღო, მის ნაცვლად მინდორზე სანჩესი შევიდა.

ნერვებზე აშლილმა რიბერიმ უხეშად ითამაშა და მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

63 წუთზე რიბერიმ გარღვევა განახორციელა და კარების მიმართულებით დაარტყა, ზომერმა ბურთი აიღო.

ლამაზ ნახტომში ხამესმა დაარტყა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

გნაბრის ფლანგიდან ჩაწოდებულს ლევანდოვსკიმ ვერ მიუსწრო.

68-ე წუთზე ვილენბორგმა ლევანდოვსკის გოლი არ ჩათვალა. პოლონელი მცირე ოფსაიდში იმყოფებოდა.

მიუნხენელებს მეტოქის კონტრშეტევა გაეპარათ, მაგრამ ნოიჰაუზმა კარებს ააცილა.

83-ე წუთზე გნაბრიმ მახვილი კუთხიდან გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

88-ე წუთზე ჰერმანმა შეხვედრაში წერტილი დასვა, 0:3!

სანაკრებო პაუზა დაიწყება. კოვაჩს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 კვირა აქვს!


06-10-2018