სხვა ამბები

ახალი ამბები

მანშაფტმა სომხეთს გადაუარა

მანშაფტმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. მომენტები ზულეს, ვერნერს ჰქონდათ. მე-7 წუთზე ულამაზესი ბურთი გნაბრიმ შეაგდო, 1:0! გადაცემა მას კიმიხმა გაუკეთა. ორ წუთში გორეცკამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. მე-15 წუთზე გნაბრიმ დუბლი მიითვალა, 2:0. კარგი ასისტი როისმა მიითვალა. ზანემ ბურთი ხარიხას გაარტყა, მეკარე უშანსოდ იყო. 36-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახდა. ვერნერმა ქუსლით დასარტყმელ პოზიციაზე როისი გაიყვანა, მარკომ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ტაიმის მიწურულს ვერნერმა ანგარიში 4:0-მდე გაზარდა. შეტევა კიმიხმა წამოიწყო, გორეცკამ თავური გადაცემით ვერნერი ერთ-ერთზე გაიყვანა. შესვენებაზე ნაკრებები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ისევ მანშაფტის აქტიურობით დაიწყო. 52-ე წუთზე ჰოფმანმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში 5:0 გახადა. 62-ე წუთზე მეტოქის მცველმა ჰოფმანის დარტყმის შემდეგ ბურთი კარების ხაზიდან მოიგერია. ვერნემა მეექვსე ბურთი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდის გამო გააუქმა. კომპენსირებულ დროში ადეიემიმ მეექვსე ბურთი მაინც შეაგდო. მანშაფტმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. ფლიქის შეგირდები ჯგუფის სათავეში დაბრუნდნენ. 8 სექტემბერს გასვლაზე გერმანია ისლანდიას დაუპირისპირდება.


06-09-2021