სხვა ამბები

ახალი ამბები

მანშაფტმა ლიჰტენშტაინს 2 ბურთი გაუტანა

პირველ ნახევარში უამრავი მომენტის მიუხედავად მანშაფტმა ლიჰტენშტაინს მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა. ისიც ტაიმის მიწურულს, ტიმო ვერნერის დრიბლინგის შემდეგ 0:1.

შესვენების შემდეგ მატჩის მსვლელობა არ შეცვლილა. ფლიქის შეგირდები ბურთს ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ 77-ე წუთამდე ანგარიში 0:1 რჩებოდა. 77-ე წუთზე ზანემ საჯარიმოს ფარგლებიდან მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა, 0:2! ანგარიში მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანია მოპოვებული 3 ქულაა. კვირას საღამოს მანშაფტი სომხეთს უმასპინძლებს.


03-09-2021