სხვა ამბები

ახალი ამბები

ზაბიცერი ბაიერნელი გახდა

ბაიერნის ხელმძღვანელობამ მარცელ ზაბიტცერთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, წერს fcb.de. 27 წლის ფეხბურთელი რეკორდმაისტერის რიგებში 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


"ბაიერნში გადასვლით მოხარული ვარ. ბავშვობაში ბაიერნის მაისურებით ვამაყობდი. საშობაო დღესასწაულებზე ახალ მაისურებს მჩუქნიდნენ. კლუბისთვის ყველაფერს დავდებ, რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება და ტიტულების მოპოვება მსურს", განაცხადა ავსტრიელმა ნახევარმცველმა.


30-08-2021