სხვა ამბები

ახალი ამბები

ლევანდოვსკი რეკორდების რისხვა

შაბათს საღამოს ჰერტასთან მატჩის დაწყებამდე რობერტ ლევანდოვსკის 2021 წლის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ბერლინელებთან შეხვედრაში პოლონელმა მორიგი პირადი რეკორდები დაამყარა.

ლევიმ ბუნდესლიგის ზედიზედ მე-13 მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი გაიტანა, რაც მისთვის რეკორდს წარმოადგენს. უკეთესი შედეგი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა - 16 მატჩი (1969/70 წწ.).

ყველა ტურნირის ჩათვლით რობერტს ბურთი ზედიზედ 16 შეხვედრაში აქვს გატანილი. შაბათს საღამოს ლევანდოვსკიმ თავისი 299-ე, 300-ე და 301-ე გოლი მიითვალა ბაიერნის მაისურში ჩატარებულ 333 შეხვედრაში. უკეთესი მაჩვენებელი ისევ მხოლოდ გერდ მიულერს აქვს - 607 მატჩში 566 გოლი.

პოლონელმა ზედიზედ მე-12 ბუნდესლიგის საშინაო მატჩში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს. მან ჰაინკესის და მიულერის რეკორდები გაიმეორა.

რობერტმა 3 და მეტი გოლი მე-15-ედ მიითვალა. აქაც უკეთესი მაჩვენებელი მიულერს ეკუთვნის - 32ჯერ.


30-08-2021