სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა ჰერტა დაამარცხა

მატჩი კინაღამ ზელკეს გოლით დაიწყო, მაგრამ თავდასხმელმა ნოიერს ვერ აჯობა. შეცდომა ნახევარდაცვაში გორეცკამ დაუშვა. ისევ ზელკე, მაგრამ ისევ არაზუსტად. მე-7 წუთზე რეკორდმაისტერმა პირველივე მომენტი გოლად აქცია. სწრაფი შეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე მიულერი გაიყვანეს, თომას ცივსისხლიანად ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0! ნახევარმომენტი ლევანდოვსკის შეექმნა, მაგრამ პოლონელმა დარტყმა დააგვიანა. გორეცკას თაური დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა. გორეცკას გადაცემის შემდეგ მუსიალამ ბურთი ვერ მოირგო. 35-ე წუთზე მსაჯმა VAR-ის გამოყენების შემდეგ ლევანდოვსკის ბურთი ჩათვალა, 2:0! 40-ე წუთზე ლამაზი შეტევის შემდეგ გნაბრიმ მიულერის გაყვანას ერთი-ერთზე ცდილობდა, მაგრამ მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. გნაბრის გამჭოლ გადაცემას ლევანდოვსკი მერ მიწვდა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.


მეორე ნახევარი მუსიალას გოლით დაიწყო, 3:0! მიულერმა ორთაბრძოლა მოიგო და გადაცემა მუსიალაზე შეასრულა, რომელმაც ბურთი კარებში გადააგზავნა. მესამე გოლის შემდეგ თამაშის ტემპი საგრძნობლად დაეცა, ბაიერნი შეტევებს ინერციით განაგრძობდა. 71-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 4:0! გადაცემა ზანემ შეასრულა. კომანის ლამაზი დარტყმა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. 84-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 5:0! გადაცემა ტანგიმ შეასრულა. ჰერტამ ერთი ბურთი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდის გამო გოლი გააუქმა. ბაიერნმა ჰერტა გააცალმტვერა!


28-08-2021