სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ჯგუფი შეგხვდა. 3 საინტერესო გუნდი და ლამაზი სტადიონები. დიდი მოლოდინი გამაჩნია".

"რა თქმა უნდა, ბრემერს უმაღლესი დონის გუნდს ვერ დავარქმევთ. მიუხედავად ამისა, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გამარჯვების მოპოვების სტილი იყო. კარგი ნაბიჯი გადავდგით. გუნდი მშვენიერ ხასიათს ფლობს".

"ნოიერი, ლევანდოვსკი და გორეცკა შემადგენლობას დაუბრუნდებიან. პარასკევს ერნანდეზმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შაბათს საღამოს მისი მონაწილეობა ჯერ კიდევ გამორიცხულია".

"ჰერტა საინტერესოდ გაძლიერდა. კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან. გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლომდე დახარჯვა და კარგი თამაშის დემონსტრირება გვმართებს".


27-08-2021