სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ბრემერი დაარბია

იულიან ნაგელზმანმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მაგრამ ექსპერიმენტალური შემადგენლობის მიუხედავად, ბაიერნმა სასტარტო 15 წუთში ორი ბურთი გაიტანა. გოლები ჩუპო მოტინგმა და ჯამალ მუსიალამ მიითვალეს. ტაიმის დასრულებამდე ამ დუეტმა ანგარიში 0:5-მდე გაზარდა. ვინგერმა დუბლი შეასრულა, თავდასხმელმა კი ჰეთ-ტრიკი დადო.

მეორე ნახევარში რეკორდმაისტერმა მეტოქის დარბევა განაგრძო. ჩუპო მოტინგმა გოლების რაოდენობა 4-მდე გაზარდა, მუსიალამ კი 3-მდე. თითო ბურთი ასევე თილმანმა, ზანემ, კუიზანსმა, ზარმა და ტოლისომ გაიტანეს. მატჩი ანგარიშით 0:12 დასრულდა.


26-08-2021